„სკოლა უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შემქმნელია“ - ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ მოსაზრებებს ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი ლელა კირკიტაძე გაგვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვებისთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო იქმნება.
საუკეთესო მოსწავლე არის მუდმივ წინსვლასა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდა.
პედაგოგი ფასობს ჰუმანურობით, ინტელექტით, იუმორითა და ბავშვებისადმი დიდი სიყვარულით.
დირექტორი უნდა იყოს სასკოლო საზოგადოების მიმართ სიყვარულითა და ზრუნვით სავსე, კომუნიკაბელური, საქმის მცოდნე და მიზანსწრაფული.
განათლება არის შედეგზე ორიენტირებული და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის აუცილებელი.