ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ ტესტირებაში მონდომებით ჩაერთნენ
03-12-2018
გორის მუნიციპალიტეტის, ზერტის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართა.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, ტესტირებაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ.
„პირველმა ეტაპმა კარგად და საინტერესოდ ჩაიარა, განსაკუთრებით მოტივირებულები იყვნენ მე-8 კლასის მოსწავლეები, მაღალი ქულებიც დაიწერა. ახლა, უკვე მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტო