ხრეითის N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა პროექტი „შემოდგომის სიმფონია“ განახორციელეს
03-12-2018
ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ხრეითის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა პროექტი „შემოდგომის სიმფონია“ განახორციელეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის ფარგლებში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა. მოსწავლეები ყველა აქტივობაში ხალისით მონაწილეობდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა შემოდგომის ჭირნახული გამოფინეს და მის სარგებლიანობაზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით, ჩურჩხელებიც ამოავლეს.
მესამეკლასელებმა ასევე აქტივობის - „ჩემი მომავალი პროფესია“ ფარგლებში სასურველი პროფესიები მოირგეს. იხილეთ ფოტოები