თელავის N5 საჯარო სკოლაში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
03-12-2018
თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „ახალი სიცოცხლის“ წევრებმა შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია მოაწყვეს. 

მოსწავლეები ამ თემაზე VII, VIII, IX და X კლასის მოსწავლეებს ესაუბრნენ. შეხვედრის შემდეგ გაიმართა დისკუსია და დამზადდა კედლის გაზეთები. 

ღონისძიებას სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი ხელმძღვანელობდა.

ასევე, სკოლა მონაწილეობდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203