გუდაურის საჯარო სკოლაში შინდისის გმირებს ღონისძიება მიუძღვნეს
03-12-2018
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გუდაურის საჯარო სკოლაში პრეზენტაცია „გმირებს არ ივიწყებენ“ გაიმართა.
მეხუთე კლასის მოსწავლეებმა შესწავლილი მასალიდან გამომდინარე მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე: „შინდისის გმირები“.
მათ მასწავლებელ ნაირა აფციაურთან ერთად ნახეს ფილმი „შინდისის გმირები“. ფილმმა მათში დიდი ემოციები გამოიწვია და გადაწყვიტეს მოემზადებინათ პრეზენტაცია აღნიშნულ თემაზე. მოსწავლეებმა მოიძიეს დამატებითი ინფორმაცია, შექმნეს ნახატები, დაამზადეს კედლის გაზეთი.
„იყო ლამაზი სიტყვები, ჩანახატები, ლექსები... იყო ცრემლიც. ეს პროექტი ემსახურება მომავალ თაობაში პატრიოტული გრძნობების ჩამოყალიბებას, საკუთარი ისტორიის და წარსულისადმი პატივისცემის უნარის გაღვივებას“ - აღნიშნა მასწავლებელმა.