განძის N1 საჯარო სკოლა კერძების ფესტივალში მონაწილეობდა
03-12-2018
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის განძის N1 საჯარო სკოლის ქართული ენის კლუბის წევრები კერძების ფესტივალში მონაწილეობდნენ.
კერძების ფესტივალი ნინოწმინდაში გაიმართა.
მოსწავლეებმა ფესტივალზე ქართული კერძები წარმოადგინეს.
„მათ ადგილზე მოამზადეს ხინკალი და გააოცეს სტუმრები. ეს იყო ზრდასრულთა ფესტივალი, სადაც ქართული ენის კლუბის წევრებმა მეორე ადგილი დაიკავეს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.