როგორ უნდა ჩატარდეს საინტერესო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
01-02-2017
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში" მეორეკლასელთათვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. 

გამოიკვეთა კავშირი ბუნებისმეტყველებასთან.  

გაკვეთილის თემა: პიესა ,,სოკოს ქვეშ". გაკვეთილი ჩაატარა სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნის'' მასწავლებელმა თეკლე ბეგიაშვილმა.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ,,მკითხველთა თეატრი" როლური თამაშით. გაითავისეს თითოეული მოქმედი გმირის ჟესტიკულაცია და ინტონაცია. წარმოაჩინეს წინარე ცოდნა ბუნებისმეტყველების გაკვეთილებიდან.   

მათ ასევე ისაუბრეს ბუნების წარმომადგენლების შესახებ და მიიღეს ახალი ინფორმაცია.
 
როგორც მასწავლებელი თეკლე ბეგიაშვილი აღნიშნავს, გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა. თითოეული მოსწავლისათვის დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი გაკვეთილი აღმოჩნდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203