კერძო სკოლა „ორნატის“ მოსწავლეებმა სულხან-საბა ორბელიანს ღონისძიება მიუძღვნეს
03-12-2018
ზესტაფონის კერძო სკოლა „ორნატის“ VII კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან ერთად, სულხან-საბა ორბელიანის 360-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით განახორციელეს სასწავლო პროექტი „სულხან-საბას ნაკვალევზე“. 

პროექტის პრეზენტაცია 22 ნოემბერს სკოლაში გაიმართა. 

პროექტში მონაწილეობდნენ: ბარამაძე თორნიკე, გაჩეჩილაძე აკაკი, კაპანაძე გიგა, ლელაძე ბარბარე, მაღლაკელიძე ნაირა, სხილაძე მარიამი, ფერაძე ნუგზარი, ჩუბინიძე გოგიტა, ჭოხონელიძე სალომე,  ხარაიშვილი მარიამი და ხვედელიძე გიგა. 

ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო სახელაშვილი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203