ხულოს მუნიციპალიტეტის ძირკვაძეების საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს სამოქალაქო კლუბი „მომავლის იმედი“.
მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, ძირკვაძეების საჯარო სკოლაში აღნიშნული სამოქალაქო კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა, თემაზე „გიორგობის დღესასწაული“.
შეხვედრის ფარგლებში, კლუბის ხელმძღვანელმა დონარა აბულაძემ კლუბის წევრებთან ისაუბრა გიორგობის დღესასწაულზე. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებისთვის შეხვედრა იყო ძალიან ინფორმაციული, სადაც მათ დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღეს პასუხები.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა მიიღეს მორიგი შეხვედრისთვის შესასრულებელი დავალებები.
იხილეთ ფოტოები