საბა ჯინჭველაშვილი - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლე
01-02-2017
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის III კლასის მოსწავლემ საბა ჯინჭველაშვილმა მათემატიკური ოლიმპიადის "ევერესტი - 2016" საშემოდგომო სეზონზე, იმერეთის მასშტაბით მეოთხე ადგილი დაიკავა და შემოდგომის სეზონის გამარჯვებულთა საუკეთესო ასეულშიც შევიდა.

როგორც საბა ჯაჭვლიანის მასწავლებელი მერი აბესაძე აღნიშნავს, რომ საბამ მრავალი წარმატება მოიპოვა სხვადასხვა ოლიმპიადაზე:

"საბამ მრავალი წარმატება მოიპოვა სხვადასხვა ოლიმპიადაზე, როგორიცაა "კინგსი" და "სმარტი", უფრო ადრე კი, 2015 წელს, იგი ''ევერესტის'' შემოდგომა-ზამთრის სეზონის ''ოქროს ათეულის'' და 2015 წლის საგაზაფხულო სეზონის ''ვერცხლის ათეულის'' წევრი გახდა. საბა წარმატებული მოსწავლეა ყველა საგანში, გამოირჩევა მიზანდასახულობით და მაღალი პასუხისმგებლობით. შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ საბას!''
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203