ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა შემოდგომის სეზონი ღონისძიებით გააცილეს.
ღონისძიებაში, რომელიც მიმდინარე წლის 30 ნოემბერს ჩატარდა, მთისძირის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაზე, რომელიც იყო ძალიან მრავალფეროვანი და ფერადი, მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლექსები და სიმღერები შემოდგომაზე. სტუმრებს ასევე ჰქონდათ საშუალება ენახათ ნიჭიერი პატარების თეატრალური წარმოდგენებიც, რომელიც ასევე შემოდგომის თემატიკაზე იყო აგებული.
იხილეთ ფოტოები