იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში მე-5ა კლასის მოსწავლეების - იესე ჯანგავაძის, ლაზარე მხეიძის და მიქაელ ტურაბელიძის თაოსნობით „კუბიკ-რუბიკში“ ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატის პირველ სეზონში IV-IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შეჯიბრი „კუბიკ-რუბიკის“ სამ სახეობაში - „პირამიქსი“, „თვისტი“ და „3*3“ ჩატარდა.
პირველი სეზონის გამარჯვებულები არიან:
1. საბა ჯინჭველაშვილი - მე-5ე კლასის მოსწავლე (დამრიგებელი ქეთევან ჯავახაძე) - 1-ლი ადგილი;
2. იესე ჯანგავაძე - მე-5ა კლასის მოსწავლე (დამრიგებელი ქეთევან გოცირიძე) 1-ლი ადგილი;
3. ანა ხურციძე - მე-8გ კლასის მოსწავლე (დამრიგებელი მაია როხვაძე) 1-ლი ადგილი;
4. ოთო ლაღიძე -მე-5გ კლასი (დამრიგებელი მაია მორჩაძე) მე-2 ადგილი;
მოსწავლეების თქმით, თამაში აზარტული და კონკურენტუნარიანი იყო.
ღონისძიების ბოლოს, ჩემპიონატის მონაწილე მოსწავლეებმა თანაკლასელებს და დამსწრე საზოგადოებას გულწრფელი გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადეს.
სკოლა გამარჯვებულებს გამარჯვებას ულოცავს და მადლობას უხდის ჩემპიონატის ორგანიზატორებს და სკოლის ადმინისტრატორს ანა კახიძეს საინტერესო იდეის მაღალ დონეზე განხორციელებისთვის.
იხილეთ ფოტოები