ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
04-12-2018
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის სამი წარჩინებული მოსწავლე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ პორტაბელური კომპიუტერებით დააჯილდოვა.

სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერები ანა კონცელიძეს, ნიკა კონცელიძეს და ლაშა ჭურკვეიძეს გადაეცათ.

მოსწავლეთა დამრიგებელი ირმა რიონიძეა.

სკოლის დირექცია მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

წელს საქართველოს მასშტაბით, 2 971 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203