სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღნიშნეს
04-12-2018
წალკის სამების საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთები და საინფორმაციო ბუკლეტები.
შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 1-ელ დეკემბერს აღინიშნება და შიდსის პანდემის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. მიუხედავად ბოლო დროს ანტირეტროვირუსული მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა მსოფლიოს მრავალ რეგიონში, 2005 წელს შიდსის ეპიდემიამ 3,1 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა; მათ შორის 570 000 ბავშვი იყო. მსოფლიო შიდსის დღის აღნიშვნის იდეა 1988 წელის შიდსის პრევენციის პროგრამით ჯანდაცვის მინისტრების სამიტზე გაჩნდა. მას შემდეგ ეს იდეა მრავალმა მთავრობამ, საერთაშორისო და საქველმოქმედო ორგანიზაციამ მიიღო მთელ მსოფლიოში. იხილეთ ფოტოები