თბილისის N92 საჯარო სკოლაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ​წრე ფუნქციონირებს 
04-12-2018
უკვე მეორე სასწავლო წელია, რაც თბილისის N92 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) წრე, სახელწოდებით „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ზოგადი განათლების მიღების პროცესში“. 

საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ ცოდნის გაღრმავება, შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება, ისტ-ის გამოყენების დადებითი მხარეების გააზრება ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში: ყოველდღიურ ცხოვრებაში, მეცნიერებაში, ჯანდაცვაში, ბიზნესში, სოციალურ სფეროებში, ხელოვნებასა და კულტურაში, საგამომცემლო საქმეში, საკუთარი ციფრული მასალის წარმოჩენა, სხვების მიერ განხილვისა და უკუკავშირის მიღების მიზნით. 

წრის პირველი სამუშაო თემა იყო „მითოლოგია“. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები და მოამზადეს პრეზენტაციები სხვადასხვა ქვეყნის მითოლოგიურ გმირებზე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები და მშობლები. 

წრის მომდევნო თემა იქნება „საახალწლო ტრადიციები სხვადასხვა ქვეყნებში“. წრეს პედაგოგი მარი ჩიკვილაძე ხელმძღვანელობს.  

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203