თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიებები გამართეს
04-12-2018
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, თხილნარის N2 საჯარო სკოლის II, IV და VII კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლების ხელმძღვანელობით, საშემოდგომო ღონისძიებები ჩაატარეს.

სკოლაში ასევე გაიმართა სასკოლო ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“.

მე-2 კლასის ხელმძღვანელი ნონა ფუტკარაძეა, მე-4 კლასს თალიკო  ვახტანგაძე ხელმძღვანელობს, მე-7 კლასის დამრიგებელი კი ბიოლოგიის მასწავლებელი თამარ გორგაძეა.

მოსწავლეებმა შემოდგომის ნობათი გამოფინეს, ჩურჩხელები ამოავლეს, თემატური ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა წარმოადგინეს თუ რამდენად მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203