ერგეს საჯარო სკოლის პედაგოგი მარად არძენაძე კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა
04-12-2018
ხელვაჩაურის მუნიპალიტეტის სალიბაურის N1 საჯარო სკოლაში ხელვაჩაურის რესურსცენტრის მიერ ორგანიზებული მასწავლებელთა მეოთხე მუნიციპალური კონფერენცია „ინოვაციები სასწავლო პრაქტიკაში“ ჩატარდა.
კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებდა მოხსენებებს შემდეგი მიმართულებებით: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ბუნებისმეტყველება, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია.
კონფერენციაზე სულ წარმოდგენილი იყო 15 მოხსენება.
მათ შორის მომხსენებლად გამოვიდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერგეს საჯარო სკოლისდირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ამავე დროს ისტორიის მასწავლებელი მარად არძენაძე.