საჯარო და კერძო სკოლების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი - მულახის საჯარო სკოლაში კერძო სკოლის მოსწავლე პროექტს ახორციელებს
04-12-2018
მესტიის მუნიციპალიტეტის, მულახის საჯარო სკოლას ევროპული სკოლის მასწავლებელი ია ღადუა და მეათე კლასის მოსწავლე სოფო ოქრიაშვილი ესტუმრნენ.
სოფო ოქრიაშვილი IB პროგრამის ფარგლებში ახორციელებს ინდივიდუალურ პროექტს, რომელიც მაღალმთიან სოფელში ლიტერატურული კლუბის შექმნას ითვალისწინებს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეს საჯარო და კერძო სკოლების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.
„მულახის საჯარო სკოლა მოხარულია, რომ სოფომ სწორედ ჩვენს სკოლაზე შეაჩერა არჩევანი. პროექტი ითვალისწინებს ლიტერატურული კლუბის სივრცის კოსმეტიკურ მოპირკეთებასა და სათანადო ნივთებით აღჭურვას. სოფო ერთი კვირის განმავლობაში ითანამშრომლებს ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან, პროექტის დასრულების შემდეგ კი სკოლის მოსწავლეები თავად გააგრძელებენ კლუბის მართვას“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.