კვაცხუთის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ ტესტირებაში მონდომებით ჩაერთნენ
04-12-2018
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, კვაცხუთის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართა. 1-ელი ტურის ტესტირებაში VIII-IX კლასების ყველა მოსწავლე მონაწილეობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ტესტირებაში მონდომებით ჩაერთნენ.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. იხილეთ ფოტო