ბენარის საჯარო სკოლაში ნაადრევ ქორწინებასა და ქალთა ძალადობაზე ლექცია გაიმართა
04-12-2018
ადიგენის მუნიციპალიტეტის ბენარის საჯარო სკოლაში შეჯიბრი „აბა, გოგონებო“ ჩატარდა.
შეჯიბრი სამოქალაქო განათლების პედაგოგის სვეტლანა ბოჩიკაშვილის ხელმძღვანელობით სამოქალაქო განათლების კლუბმა ჩაატარა და მასში მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლაში ასევე გაიმართა საჯარო ლექციაც თემაზე „ნაადრევ ქორწინება და ქალთა ძალადობა“.