ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, სათხის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ოქროს შემოდგომა“ გაიმართა.
ღონისძიებაში მე-6 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ორგანიზება კლასის დამრიგებელმა აიდა კაკოსიანმა და სიმღერის მასწავლებელმა მარგო ნანაიანმა გაუწიეს.
სკოლის აღსაზრდელებმა სცენა ყვითელი ფოთლებით მორთეს და შემოდგომის ნობათი გამოფინეს.
მეექვსეკლასელებმა ასევე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
„სცენა ფოთლებითა და ხილით იყო დაფარული, ბავშვები მღეროდნენ და ცეკვავდნენ, კითხულობდნენ ლექსებს მშობლიურ და ქართულ ენებზე. ძალიან ლამაზი სანახავი იყო“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები