გორის N4 საჯარო სკოლაში შშმ პირთა საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
04-12-2018
გორის N4 საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ბანერები, ბუკლეტები და პოსტერები, რომლებიც სკოლაში გამოაკრეს. გაიმართა ასევე საინფორმაციო შეხვედრა, სადაც ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.
3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. იგი 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან. იხილეთ ფოტოები