„გურია ჩვენი გულია, სამშობლოს სიყვარულია“- ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი განახორციელეს
04-12-2018
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა სასკოლო პროექტი განახორციელეს, რომლის სახელწოდება გახლდათ - „გურია ჩვენი გულია, სამშობლოს სიყვარულია“.
აღნიშნულს კლასის ხელმძღვანელი ნინო კეკელიძე უძღვებოდა.
პროექტის გეგმა, მიზანი, ამოცანები და აქტივობები მოსწავლეებთან თანამშრომლობით შემუშავდა. მასზე მუშაობა ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსწავლეებმა გურიის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, ლექსები და სიმღერები შეისწავლეს, გურულ ფოლკლორს გაეცნენ და მარადიულ „ზურიკელასა და ოლღა ბებიაზე“ ინსცენირება მოამზადეს. ამავდროულად მათ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით რეპორტაჟი - „მაინც რა არის სამშობლო“ წარმოადგინეს.
პროექტის ფარგლებშივე მეექვსე კლასის მოსწავლეები, მშობლებთან და სკოლის პედაგოგებთან ერთად შემეცნებით ვიზიტით ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.
ბავშვებმა პროექტზე მუშაობის პერიოდში ეგნატე ნინოშვილის მოთხრობები წაიკითხეს და მწერლის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს.
პროექტის მონაწილეებს სიგელები გადაეცათ,ხოლო მუზეუმის დირექტორმა ავთანდილ გოგიჩაიშვილმა სკოლას მადლობის სიგელი გამოუგზავნა.