როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები უძველეს დროში მათემატიკის, კერძოდ რიცხვების გარეშე
03-04-2017

თეთრიწყლების სკოლაში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით - ''რა არის მათემატიკა''.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები. 

მათ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები უძველეს დროში მათემატიკის, კერძოდ რიცხვების გარეშე, რატომ გახდა საჭირო რიცხვების  შემოღება და როგორ გამოსახავდნენ ისინი საგნების რაოდენობას საჭიროების შემთხევაში. 

მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს დიდი მათემატიკოსების ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებზე.

ღონისძიების მეორე ნაწილში მონაწილეებმა წარმოადგინეს სახალისო და საინტერსო შეჯიბრი, რომელიც ორ გუნდს ,,ალფას’’ და ,,ომეგას’’ შორის წარიმართა. 

ღონისძიება შესაბამისი სლაიდების ჩვენებით მიმდინარეობდა. 

დასასრულს მოსწავლეები დასაჩუქრდნენ სამახსოვრო პრიზებით. 

ღონისძიება  მათემატიკის მასწავლებელმა ნანა მეტრეველმა მოამზადა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203