ახმეტის აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლე ერთ სასწავლო წელს აშშ-ში გაატარებს
04-12-2018
ახმეტის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლის ქრისტინე მახატლიშვილმა 2018 წლის flex-ის პროგრამაში გაიმარჯვა და 2018-2019 სასწავლო წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარებს.
სკოლის დირექციის ცნობით, ქრისტინე სხვადასხვა აქტივობაში აქტიურად არის ჩართული, მათ შორის საკლასო თუ კლასგარეშე ღონისძიებებში მონაწილეობს.
მან ამერიკელ თანატოლებს საქართველოს შესახებ საინტერესო პრეზენტაციით უამბო, რომელიც თავადვე მოამზადა. ამის შესახებ მოსწავლე გვიამბობს:
„საერთაშორისო განათლების კვირა დასრულდა, მაგრამ პრეზენტაციების გაკეთება საქართველოზე ერთ-ერთი ისეთი რამ აღმოჩნდა, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ამიტომ სკოლის გარდა კიდევ ორ ადგილას - ამერიკული საბჭოების ოფისში, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს და სამხედრო ბაზის კურსდამთავრებულთა სასწავლებელში, სადაც ჩემი ჰოსთ მამაა მასწავლებელი, გავაკეთე.
ამერიკული საბჭოების ოფისში 3 ბავშვი პრეზენტატორებად აგვარჩიეს და აუდიტორიის უმეტესობამ თქვა, რომ მათგან ჩემი საუკეთესო იყო“.
ახმეტის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლის დირექცია ამერიკელ ოჯახს ქრისტინეს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.