თბილისის N11 საჯარო სკოლის მესამეკლასელებს პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ
04-12-2018
თბილისის N11 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებს, საგანში „მე და საზოგადოება“ პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ.

მოსწავლეებმა სკოლაში შინაური ცხოველები და ფრინველები მიიყვანეს და პრეზენტაცია ჩაატარეს.

გაკვეთილს პედაგოგი ნათია ბელთაძე ხელმძღვანელობდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილის მიზანი იყო შინაურ ცხოველებზე ზრუნვა, პატრონობა და გაფრთხილება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203