დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია დადგეს
04-12-2018
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი: მარინე ქაჩლიშვილი) გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია დადგეს. 

ბავშვებმა საინტერესოდ ისაუბრეს წმინდა გიორგის ცხოვრებასა და რწმენის ძალაზე. მათ მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეების (ხელმძღვანელი: ნათია დავითაშვილი) დახმარებით შეასრულეს გალობა და უფლის სადიდებელი სიმღერები, ისაუბრეს ლეგენდებზე და წაიკითხეს ლექსები.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ თიანეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღოლი მამა გიორგი (ბერბერაშვილი), სოფელ ზარიძეების წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღოლი მამა ვახტანგი (მაჩურიშვილი), პოეტი ტარიელ ხარხელაური და დაბა თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ირაკლი ზვიადაური. 

ღონისძიებამ დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა. 

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მე-6 კლასის მოსწავლეებსა და მარინე ქაჩლიშვილს აქტიური მუშაობისთვის.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203