ველევის საჯარო სკოლაში ტრადიციული რიტუალი „გააცოცხლეს“
04-12-2018
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ველევის საჯარო სკოლაში ტრადიციული ღონისძიება - „შემოდგომის ფესტივალი“ გაიმართა, რომელშიც სკოლის შვიდივე მოსწავლე და ყველა მასწავლებელი მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ ეს რიტუალი თურმე გიორგობა ღამით იმართებოდა საშემოდგომო სამუშაოების დასრულებასა და ზამთრისათვის მზაობის აღსანიშნავად, მის შესახებ ინფორმაცია კი ქართულის წრის ხელმძღვანელმა ეკატერინე ჭიჭინაძემ მოიპოვა და გაათანამედროვა. 

აღნიშნულის ფარგლებში ბავშვებმა თვეთა და დღეთა სახელების როგორც თანამედროვე, ისე ძველქართული  ხალხური წარმომავლობა მოიძიეს და შეისწავლეს, ამავე თემაზე ბროშურა „მთიები“ მოამზადეს და შემოდგომის თემაზე შესრულებული ნახატები გამოფინეს. მათ ასევე საყვარელი ლექსები  წაიკითხეს, ერთმანეთს ნაცნობი თუ წრის არქივში მოძიებული ენის გასატეხების თქმაში შეეჯიბრნენ და ბოლოს, მასწავლებლების მიერ მომზადებულ ფელამუშში ჩურჩხელები ამოავლეს, რითიც მოწვეულ სტუმრებსაც გაუმასპინძლდნენ.

სკოლის დირექციის ცნობით, მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ტრადიციის ფიქსაციით წინაპართა ხსოვნას პატივი მიაგეს.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203