გრემის საჯარო სკოლაში სესია - „ჯანსაღი ცხოვრება-ჩემი არჩევანია“ ჩატარდა
05-12-2018
ყვარლის მუნიციპალიტეტის, გრემის საჯარო სკოლაში ბავშვებსა და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სესია - „ჯანსაღი ცხოვრება-ჩემი არჩევანია“ ჩატარდა.
სესიაში 1-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის შესახებ სესიას „კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა“ახორციელებს.
სკოლას „კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამისგან“ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით სპორტული ინვენტარი გადაეცა.