გოგნის საჯარო სკოლაში „სახალისო პროფესიის“ დღე გაიმართა
05-12-2018
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გოგნის საჯარო სკოლაში აქტივობები საინტერესოსთან ერთად, სახალისო და დასამახსოვრებელია. 

ამ ყველაფრის შემოქმედი კი მესამე კლასის დამრიგებელი ინგა მიდოდაშვილია. 

„აქტივობა მოიცავს ცოდნის ტრანსფერის და ახალი ცოდნის კონსტრუირების განვითარებას. შევქმენი გარემო, რომელმაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციას და მათ აქტიურ ჩართვას სასწავლო პროცესში. თამაშით სწავლებას პედაგოგიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ დროს მოსწავლეები მეტი ინტერესით ერთვებიან გაკვეთილის მსვლელობაში, უჩნდებათ მოტივაცია, უფრო ადვილად და ხალისით სწავლობენ“, - აღნიშნა პედაგოგმა. 

გაკვეთილზე „სახალისო პროფესია“ მოსწავლეებმა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების როლი მოირგეს. 

იხილეთ ფოტო 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203