გაეცანით ხულოს მუნიციპალიტეტის აგარის საჯაროს სკოლის ისტორიას
05-12-2018
ხულოს მუნიციპალიტეტის, აგარის საჯაროს სკოლის დირექცია etaloni.ge-ს საგანმანათლებლო დაწესებულების ისტორიის შესახებ მოკლე ინფორმაციას აწვდის: 

„სოფელ აგარაში პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება მე-20 საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს გაიხსნა. სწავლება ჩახალ შავაძის სახლში მიმდინარეობდა. პირველი მოსწავლე მუჰამედ ზურგალიძე იყო. მასწავლებლები იყვნენ ჩამოსული პედაგოგები ლიუდმილა და დესპინე, რომელთა შესახებაც ძალზე მწირი ინფორმაცია არის შემორჩენილი. 1924 წელს გაიხნა დაწყებითი კლასები, რომელიც 1938 წელს რვაწლიან სკოლად გადაკეთდა. აღნიშნული სკოლის ბაზაზე პირველი პედაგოგი იყო იპოლიტე სურგულაძე. 1943 წლიდან სკოლის დირექტორი იყო გურიიდან ჩამოსული ვალოდია მეგრელაძე. იგი მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. ომის დამთავრების შემდეგ ვალოდია მეგრელაძე ჩვენს სოფელს ოჯახთან ერთად დაუბრუნდა და ემსახურა მას 1971 წლამდე. 1958 წელს რვაწლიანი სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად, რომელიც ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდა. პირველი ადგილობრი პედაგოგი იყო ალექსანდრე ბერიძე ბპი-ის კურსდამთავრებული, ფილოლოგი. 1982 წლის 1-ელ სექტემბერს სწავლა განახლდა ახალ კაპიტალურ სკოლაში, სადაც მეცადინეობა უწყვეტად მიმდინარეობდა 2017 წლის ნოემბრამდე. 2017 წელს ექსპლოატაციაში შევიდა ახალი სკოლის შენობა, რომელიც 250 მოსწავლეზეა გათვლილი“,-ნათქვამია დირექციის წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203