დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დიანა და ლიკა რუხაიები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
05-12-2018
მარტვილის მუნიციპალიტეტის, დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები დები - დიანა და ლიკა რუხაიები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ დააჯილდოვა.

სკოლის აღსაზრდელებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

მოსწავლეების დამრიგებელი არის ნანი წულაია.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დამრიგებლის წვლილი ამ მოსწავლეების წარმატების საქმეში მნიშვნელოვანია მისი მოსწავლეებთან და მშობლებთან ხშირი და ეფექტური კომუნიკაციის გამო.

წელს საქართველოს მასშტაბით, 2971 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203