სათხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ შეჯიბრებაში გაიმარჯვეს
05-12-2018

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სათხის საჯარო სკოლის მოსწავლეები კიგ-ბოქსინგის შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ. 

საბრძოლო თამაშები თბილისში გაიმართა, სადაც სკოლის პატარა სპორტსმენებმა, აბრაჰამ აროიანმა და შოთა ჩახოიანმა პირველი ადგილი დაიკავეს, ხოლო ედიკ კაკოსიანმა და ზურაბ ნანაიანმა კი - მეორე (მე-7 კლასი). 

ასევე, პირველი ადგილი დაიკავეს მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, ედვარდ მნდლიანმა, ნარეკ პოდოსიანმა და ედვარდ ღაზარიანმა. 

სათხის საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს და წარმატებებს უსურვებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203