შავშვების საჯარო სკოლაში გენდერული ძალადობის პრევენციაზე დისკუსია გაიმართა
05-12-2018
გორის მუნიციპალიტეტის, შავშვების საჯარო სკოლაში ორგანიზაცია Save the Children-მა პროექტის - „გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირების გაძლიერება დევნილთა თემებში საქართველოში“ ფარგლებში ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგი მიზნად ისახავდა გენდერული ძალადობის პრევენციას და ცნობიერების ამაღლებას დევნილთა ჩასახლებებში.
ტრენინგს მე -10 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. ტრენინგის შემდეგ ქალთა უფლებებზე, გენდერულ თანასწორობასა და გენდერული ძალადობის პრევენციაზე დისკუსია გაიმართა.
ასევე მოსწავლეებს თემასთან დაკავშირებით ნახატების შექმნა დაევალათ.
ორგანიზაცია „გადავრჩინოთ ბავშვები“ პროექტის ბოლოს თორმეტ საუკეთესო ნახატს გამოავლენს.
Save the Children სკოლაში, დეკემბერში კიდევ ერთი, უფრო მასშტაბური ტრენინგის ჩატარებას გეგმავს.
პროექტს - „გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირების გაძლიერება დევნილთა თემებში საქართველოში“ საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ი ასოციაცია „დეას“-თან პარტნიორობით 2018 წლის სექტემბრიდან ახორციელებს.