ოფრეთის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართა
05-12-2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის, ოფრეთის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართა.

კონკურსში მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ტესტის ტიპი - „თამამი“ ან „მამულიშვილი“ აერჩიათ.

ტესტირებას „ეტალონის“ პედაგოგი არკადი მანუჩარიანი ხელმძღვანელობდა. მოსწავლეებს ტესტირების დაწყებამდე პედაგოგმა კონკურსის წესები და დროიის ლიმიტი გააცნო.

ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

სკოლა მოსწავლეებს პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვას ულოცავს და მეორე ეტაპზე გადასვლას და გამარჯვებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203