ხცისის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლემ ნახატების კონკურსში გაიმარჯვა
05-12-2018

ხაშურის მუნიციპალიტეტის ხცისის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლემ, მარიამ თედოზაშვილმა ნახატების კონკურსში გაიმარჯვა. 

ბავშვთა ნახატების კონკურსი თემაზე: „მრავალფეროვნება გვაერთიანებს - საქართველო და ლატვია“ ხაშურსა და ხაშურთან დამეგობრებულ ქალაქ ბაუსკაში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტ „პლატფორმას“ ფარგლებში ერთდროულად მიმდინარეობდა. 

ნახატების კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრები ნოემბრის თვეში ჯერ ბაუსკას მერიაში, შემდეგ კი ბაუსკას კულტურის სახლში იყო გამოფენილი. გამოფენა ლატვიის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. 

გამოფენაში მონაწილე როგორც ლატვიელი, ისე ხაშურელი 9 საუკეთესო ნამუშევრის ავტორები ლატვიის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციამ სამხატვრო აქსესუარების ნაკრებით დააჯილდოვა. 

ბავშვთა ნახატების კონკურსის გამარჯვებულები ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ჩხიტუნიძემ მუნიციპალიტეტის მერიის და ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთადაც დააჯილდოვა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203