წევის საჯარო სკოლის უხუცეს პედაგოგს და მის მოსწავლეებს გურამ თუშიშვილმა საჩუქრები ჩაუტანა
05-12-2018
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, წევის საჯარო სკოლის დასახმარებლად ძიუდოში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში - „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ ითამაშა.

სპორტსმენი გადაცემის გადამღებ ჯგუფთან ერთად სკოლას ესტუმრა და მოგებული თანხით სკოლის უხუცეს მასწავლებელს ელიკო ხუსკივაძეს და მის მოსწავლეებს საჩუქრები ჩაუტანა.

სკოლის აღსაზრდელებმა სტუმრებთან ერთად საახალწლო ნაძვის ხე მორთეს.

გადაცემაში - „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანი ცდილობს გამოიცნოს კითხვები, რომლებიც მხოლოდ დაწყებითი ექვსი კლასის სკოლის მასალიდან არის მოცემული. თითოეული სწორი პასუხის შემთხვევაში მოთამაშე იგებს თანხას. მოგებული თანხით კი გადაცემის სტუმარი მისთვის სასურველ სკოლას ეხმარება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203