კონფერენციაში მე-9 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კონფერენციის თემები იყო - „ვექტორების გამოყენება ფიზიკაში“, „სწავლის მოტივაციის კვლევა“, „მოსწავლეების ინტერესების კვლევა“, „დაკვირვება ნატურალური რიცხვების ხარისხების ცხრილზე“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონფერენციის მიზანი იყო კვლევის შედეგის გაცნობა და მოსწავლეთა დაინტერესება მათემატიკით.