„ვისწავლეთ ანბანი“ - ტყიბულის მუნიციპალიტეტის დაბაძვლის საჯარო სკოლაში პედაგოგმა მოსწავლეებს შემოქმედებითი გარემო შეუქმნა
05-12-2018
ტყიბულის მუნიციპალიტეტის დაბაძვლის საჯარო სკოლაში ინგა ქარქაშაძისა და ხათუნა ბუბაშვილის ხელმძღვანელობით აქტივობა სახელად „ვისწავლეთ ანბანი“ მოეწყო, რომელშიც  I -II-III კლასი იყო ჩართული. აღნიშნულის ფარგლებში მოსწავლეებმა  ანბანი თანმიმდევრობით ააწყვეს. 

პედაგოგის, ინგა ქარქაშაძე თქმით, ამ აქტივობამ მოსწავლეებში მოტივაცია კიდევ უფრო გაზარდა და მათი ცოდნა სიღრმისეული გახადა:

„არასოდეს დამავიწყდება მათი ანთებული თვალები, როდესაც ანბანს საკლასო ოთახის ერთ-ერთ კუთხეში ვკიდებდი. ამ მცირე აქტივობამ მოსწავლეებში შემოქმედებითობის უნარი გაზარდა. თუკი მოსწავლეებს  თავისუფალ გარემოს შევუქმნით, მათი აზროვნება შეუზღუდავი იქნება, რომელიც  ნათელი მომავლის საყრდენია“, - აღნიშნა პედაგოგმა.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203