„დირექტორია სკოლის დედაცა და მამაც“ - ბლიცინტერვიუ სნოს საჯარო სკოლის წარმატებულ ხელმძღვანელთან
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს სნოს საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი ტარიელ ფირანიშვილი გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც ჯანსაღ გარემოში ჯანსაღი გონება იბადება.
საუკეთესო მოსწავლე არის გონიერი, კულტურული და აქტიური ახალგაზრდა.
პედაგოგი ფასობს მოსწავლეების სიყვარულითა და საინტერესო საგაკვეთილო პროცესით.
დირექტორი უნდა იყოს სკოლის დედაცა და მამაც.
განათლება არის უკიდეგანო სურვილი სამყაროს შემეცნებისა.