თბილისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნების სასახლე დაათვალიერეს
05-12-2018
თბილისის N45 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის იზო გულიაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში იმყოფებოდნენ. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეხუთეკლასელებმა XIX საუკუნეში აგებული ულამაზესი სასახლე დაათვალიერეს და მუზეუმის დაარსების ისტორიას გაეცნენ და 8 მუდმივმოქმედი საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი მრავალრიცხოვანი ექსპონატები ნახეს.
მუზეუმში სტუმრობისას სკოლის აღსაზრდელებმა ასევე ქართული ხალხური იმპროვიზაციული ნიღბების თეატრის ბერიკაობის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს და ბერიკების ნიღბები დაამზადეს.