15 სექტემბერს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება
14-09-2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N84/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განისაზღვრა 10 სექტემბრის შემდგომი პირველი ორშაბათი (15 სექტემბერი), ხოლო დასრულების თარიღად - 10 ივნისის შემდგომი პირველი პარასკევი (12 ივნისი).

2016-2017 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი.   

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პირველი და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდება 2015 წლის 20 მაისს. თუ აღნიშნული თარიღი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დასრულდება 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს. ზამთრის არდადეგები დაიწყება 2014 წლის 30 დეკემბრიდან და გაგრძელდება 2015 წლის 14 იანვრის ჩათვლით.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203