ქისტაურის საჯარო სკოლაში ეკოლოგიური წრე „ნორჩი ეკოლოგი“ ფუნქციონირებს
05-12-2018
ახმეტის მუნიციპალიტეტის ქისტაურის საჯარო სკოლაში ათი წელია ფუნქციონირებს ეკო წრე „ნორჩი ეკოლოგი“.  

ეკო წრეში გაერთიანებული არიან, როგორც საბაზო, ასევე საშუალო საფეხურის მოსწავლეები.  

„მოსწავლეები აქტიურად გამოვეხმაურეთ და ჩავერთეთ არასამთავრებო ორგანიზაცია CENN-ის პროექტში, რომელიც გამოუსადეგარი ქაღალდის გადამუშავებისა და მათი ხელმეორედ გამოყენების მიზნით გამოცხადდა. სურვილი გვაქვს, მცირე წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში“ - აღნიშნეს სკოლაში. 

წრე აქტიურად მუშაობს და სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს. 

ისინი სტუმრად იმყოფებოდნენ ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალში, სადაც ადგილზე მოინახულეს უთხოვრის წმინდა კორომები. ნახეს „პატრიარქი-უთხოვარი“, რომელიც 2000 წელზე მეტ ხნოვანებას ითვლის და მოიარეს მდინარე ბაწარის მიდამოები. 

ეკო წრის წევრებმა მოამზადეს პრეზენტაციაც თემზე „თამბაქოს კულტურა და მისი მავნებლობა“.  ასევე, ისაუბრეს მისგან გამოწვეულ დაავადებებზე.

ქისტაურის საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაწარა-ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალის თანამშრომლები (ეკო წრის წევრების მოწვევით), რომლებმაც გააკეთეს პრეზენტაცია ნაკრძალის დაარსების და ამჟამინდელი მდგომარების შესახებ. აქვე სტუმრებს მოსწავლეებმა წარუდგინეს მათ მიერ მოძიებული მასალების საფუძველზე გამზადებული პრეზენტაცია „ლაგოდეხის ნაკრძალის ფლორა და ფაუნა“. 

ამჟამად სკოლაში მიმდინარეობს ეკო-პროექტი „სანიტარია და ჰიგიენა“, რომელიც ამ ეტაპზე გულისხმობს წყლის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის მნიშვნელობას ადამიანის მნიშვნელობის საქმეში.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203