საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში ტოლერანტობის კვირეული ჩატარდა
05-12-2018
საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით კვირეული ჩატარდა.

ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, სკოლას თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი და იურისტი ირაკლი შამათავა ესტუმრნენ. სტუმრებმა მოსწავლეებს და ტოლერანტობის შესახებ საინტერესო ლექცია წაუკითხეს. 
შეხვედრა პროექტის „საუკუნის საგზლის“ ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას ორგანიზება პედაგოგმა ნინო ვეკუამ გაუწია. 

მე-9 კლასის მოსწავლეებმა კვირეულის ფარგლებში გამოკითხვა ჩაატარეს და პრეზენტაცია მოამზადეს. აქტოვობის ორგანიზატორი ისტორიის პედაგოგი ქეთევან გაბლიშვილი იყო.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა კი ტოლერანტობის თემაზე კედლის გაზეთი დაამზადეს და პრეზენტაცია გამართეს. მოსწავლეებმა ასევე ანიმაციურ ფილმს უყურეს. ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა.

16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1995 წლიდან UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანი არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203