არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღნიშნეს
06-12-2018
წყალტუბოს, არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღნიშნეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, X კლასის მოსწავლეებმა შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომისა და აივ ინფექციის დაავადების გავრცელების გზების შესახებ საინტერესო პრეზენტაციები ჩაატარეს.

ღონისძიებას პედაგოგი ცირა ბერეკაშვილი-იოსელიანი ხელმძღვანელობდა.

1-ელ დეკემბერს მთელ მსოფლიოში შიდსთან ბრძოლის დღეს აღინიშნება და მისი მიზანი შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203