ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საშემოდგომო ღონისძიება გამართეს
06-12-2018
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება - „ყვითელი ფოთლები“ გამართეს.
ღონისძიებას კლასის დამრიგებელი დიდარი კონცელიძე და ხელოვნების მასწავლებელი ვენერა აბუსერიძე ხელმძღვანელობდნენ.
მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ღონისძიებისათვის დეკორაციები შექმნეს, თემატური ნახატები დახატეს, მოლბერტებზე გამოფინეს და კლასში საშემოდგომო გარემო მოაწყეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობები შეასრულეს. ისაუბრეს შემოდგომაზე და წელიწადის ამ დროისთვის დამახასიათებელ ბუნების ცვლილებაზე, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და მინი სპექტაკლი -„ხილთაქება“ დადგეს.