ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეები გენდერული თანასწორობის პრინციპებს გაეცნენ
06-12-2018
ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში მომავლის თაობის ინიციატივითა და უცხოელი სტუმრის, მაშა პილცისინის ხელმძღვანელობით პროექტი „გენდერული თანასწორობა“ განხორციელდა.

აღნიშნულის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ორივე სქესის თანაბარ შესაძლებლობებს, უფლებებსა და პასუხისმგებლობებს პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

სკოლის დირექციის ცნობით, პროექტი შემეცნებითი და საინტერესო გახლდათ.

მათივე ინფორმაციით, მსგავსი აქტივობები კვლავ გაგრძელდება, რადგან ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203