„დირექტორი არბიტრი უნდა იყოს“ - ბლიცინტერვიუ თბილისის N60 საჯარო სკოლის წარმატებულ მენეჯერთან
06-12-2018
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.

5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.


ამჯერად, საკუთარ ხედვებს თბილისის N60 საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი შოთა მალაზონია გვიზიარებს:

სკოლა არის ადგილი, სადაც მოზარდი განათლების მიღებასთან ერთად ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს იძენს.

საუკეთესო მოსწავლე არის ახალგაზრდა, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, სკოლა და კლასი, მოწესრიგებულია და აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება.

პედაგოგი ფასობს ბავშვებისა და საქმის სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და აღზრდილი თაობით.

დირექტორი უნდა იყოს არბიტრი, მას ჰყავს 3 მთავარი „მოთამაშე“ - მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი - უნდა ზრუნავდეს მათზე და გულშემატკივრობდეს წარმატებას.

განათლება არის
ჰუმანურობა, კულტურა, ტოლერანტობა...
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203