ხოჯორნის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართა
06-12-2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ  „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართა.

კონკურსში 16 მოსწავლე მონაწილეობდა. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ტესტის ტიპი - „თამამი“ ან „მამულიშვილი“ აერჩიათ.

აღნიშნულში მინიმალური ზღვარი 8 მოსწავლემ გადალახა. სკოლის დირექციის ცნობით, ყველაზე მაღალი ქულები ნონა და ერიკ გრიგორიანებმა, სეირან სიმონიანმა და არმან ვერმიშიანმა მიიღეს.

ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
სკოლა მოსწავლეებს პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვას ულოცავს და მეორე ეტაპზე გადასვლას და გამარჯვებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203