ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა წაკითხული ტექსტის პრეზენტაცია გამართეს
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა წაკითხული ტექსტის პრეზენტაცია გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებში არჩილ სულაკაურის - „სალამურას თავგადასავალმა“ დიდი ინტერესი გამოიწვია.
ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ, ტექსტის უკეთესად გაგება-გააზრებისთვის ვიქტორინა გაიმართა. ვიქტორინაში მონაწილე გუნდების კაპიტნებისთვის კი ე.წ. ბლიც ტური ჩატარდა.
მოსწავლეებმა კითხვებს უპასუხეს და როლები გაითამაშეს. ვიქტორინაში გამარჯვებული გუნდი სიგელით დაჯილდოვდა.
პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ პროექტში - „წიგნების თარო“ მონაწილე მე-11 კლასის მოსწავლეებიც.
იხილეთ ფოტოები